“საქართველომ რუსეთის ძალიან სუსხიანი ხელი საკუთარ თავზე იწვნია“

   ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძალიან სუსხიანი ხელი თავის თავზე იწვნია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ამ პრობლემას უფრო მეტი ყურადღება რომ დათმობოდა, შესაძლოა, არ მიგვეღო ასეთი ტიპის საგარეო პოლიტიკა, რაც რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში წარმატებულად გაატარა.
“საქართველო იყო და რჩება იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ აგრესიას. ჩვენი საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში სწორედ იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ყველა პრობლემა როგორც მეზობელ ქვეყნებს შორის, ასევე საერთაშორო კონტექსტში, უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის, მოლაპარაკებების და დიპლომატიური გზებით. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა არც არასდროს ყოფილა განსხვავებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც თავის თავზე იწვნია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძალიან სუსხიანი ხელი, ამასთან ერთად, ჩვენ იმასაც ვუსვამთ ხაზს, რომ ის, რაც 2008 წელს მოხდა, ამ პრობლემას ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უფრო მეტი ყურადღება რომ ჰქონოდა, შესაძლოა, არ მიგვეღო ასეთი ტიპის საგარეო პოლიტიკა, რაც რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში წარმატებულად გაატარა “,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები