ფოთის თეატრში ლიფტი ჩაწყდა – დაშავებულია ერთი ადამიანი

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის შედეგად ერთი თანამშრომელი დაშავდა.
როგორც “კვირას” თეატრის მმართველმა თენგიზ ხუხიამ განუცხადა, დაშავებული სცენის მემონტაჟეა. მისივე ინფორმაციით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
“მიზეზი არ ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება და გაირკვევა, რა მოხდა. როგორც კი გავიგე, საავადმყოფოში გამოვიქეცი. ველოდები ექიმების პასუხს”, – განაცხადა თენგიზ ხუხიამ.
როგორც ხუხია აცხადებს, თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ერთი წლის წინ გაიხსნა, ამიტომ ლიფტი მოძველებული ვერ იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები