ექსკლუზივი: დადიანის ქუჩაზე ქარისგან მოგლეჯილი ხე ავტომობილებს დაეცა

დადიანის ქუჩაზე, ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც რამდენიმე მანქანას დაეცა.
როგორც „კვირას“ თვითმხილველმა განუცხადა, შემთხვევის შედეგად 4 მანქანა დაზიანდა. მისივე ინფორმაციით, მანქანებში ადამიანებიც ისხდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამაშველო ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მოქალაქეები არ დაზარალებულან.

12243736_1000203070025578_269461512_n (1)

12272658_1000203090025576_1689564004_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები