ჰარვარდში ბომბი ვერ აღმოაჩინეს, პოლიცია ცრუ შეტყობინების ავტორს ეძებს
პოლიციამ აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ბომბი ვერ აღმოაჩინა. ამჟამად სამართალდამცველები ცრუ შეტობინების ავტორს ეძებენ, რის გამოც გუშინ განგაში გამოცხადდა. ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების შემდეგ სასწავლო დაწესებულების სამივე შენობიდან და საერთო საცხოვრებლიდან ყველა სტუდენტის და პედაგოგის ევაკუაცია მოხდა.
„სამართლადამცველმა სტრუქტურებმა ზედმიწევნით დაათვალიერეს უნივერსიტეტის ოთხივე შენობა. აქ არაფერი ნაპოვნი არ არის და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდა“, – იტყობინება ჰარვარდის დირექცია.
ჰარვარდის უნივერსიტეტი მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ ბოსტონთან ახლოს მდებარეობს. ბოსტონში პარასკევიდან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ. მასაჩუსეტსის შტატის საკანონმდებლო ორგანოსთან და ლოჰანის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფებია მობილიზებული.