რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოჭში ოლიმპიადამდე ტერაქტის აღკვეთაზე საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სირომოლოტოვმა განაცხადა, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადამდე ერთ-ერთ თვითმფრინავში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს.
მისი თქმით, თვითმკვლელი ტერორისტები თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანას ხელის კრემის „ტუბიკით“ აპირებდნენ.
სირომოლოტოვის თქმით, ტერორისტები მაშინ ავსტრიასა და საფრანგეთში იყვნენ დაკავებულები. კონკრეტულად რა თვითმფრინავზეა საუბარი, რუსი დიპლომატი არ ამბობს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, ყირიმის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის ანტიტერორისტულ საკითხებში თანაშრომლობა პრაქტიკულად შეწყდა. სირომოლოტოვი მისი განახლების აუცილებლობაზე საუბრობს.