პუტინმა „დიდი ოცეულის“ ქვეყნები ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დიდი ოცეულის“ ზოგიერთი ქვეყანა ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. კერძოდ, პუტინის თქმით, ეს სახელმწიფოები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობის კონტრაქტებს აფორმებენ.
ჯიჰადისტების დაფინანსების წყაროებზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის დაზვერვამ კოსმოსიდან სურათები გადაიღო, რომელზეც ჩანს ავტოცისტერნების მრავალკილომეტრიანი კოლონები.
კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი გზით „ისლამური სახელმწიფო“ დაფინანსებას იღებს მსოფლიოს 40 ქვეყნიდან, მათ შორის ისეთი სახელმწიფოებისგან, რომლებიც G-20-ში შედიან.
რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „დიდი ოცეული“ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობას გააგრძელებს.