აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა კვლავ დაიძაბა
ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, გასულ ღამეს აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის შეაირაღებული ძალების პოზიციები 25-ჯერ დაბომბეს. აქედან 20-ჯერ დონეცკის მახლობლად. ინფრომაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს. „პუტინის დაქირავებულმა „ბოევიკებმა“ ცეცხლი გახსნეს ნაღმმტყორცნებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან. ცეცხლი გაიხსნა მარინკის, ტროიცკის, ვერხნეტორეცკის, კრასნოგოროვკის, პესკოვის და ავდეევკის მიდამოებში“, – ნათქვამია შტაბის ინფორმაციაში. ამ ინფორმაციის მიხედვით 20-დან 21 საათამდე „ბოევიკებმა“ ორჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული სისტემა „გრადებიდან“. მათ, საერთო ჯამში, 12 რაკეტა გაუშვეს ქალაქ კრასნოგოროვკასა და გორნიაკთან.