განათლების მინისტრმა გურიის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრა (ფოტოკოლაჟი)

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, გურიის რეგიონის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
2015 წელს, მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1970 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება. პროგრამის ბენეფიციარები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. ყოველწლიურად იზრდება წარჩინებულ მოსწავლეთა რიცხვი. შესაბამისად, გაზრდილია წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა გურიის რეგიონშიც, წელს 47 მოსწავლე დასაჩუქრდა.

11988429_1125432514141159_4580764009940906727_n 12115458_1125432497474494_3510044634691416071_n 12208370_1125432477474496_122988232844418423_n 12227062_1125432890807788_8142555091873655249_n 12227203_1125432004141210_3416043502886527031_n 12239890_1125432264141184_3694769084944420447_n 12243196_1125432740807803_6965887552732287243_n 12243580_1125432234141187_8008403143024323233_n 12249725_1125432007474543_494160125311491260_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები