საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

 

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც „კვირას“ თვითმხილველმა განუცხადა, ერთმანეთს „მერსედესისა“და „ფორდის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი სტაციონარში გადაიყვანა, თუმცა ამ დროისთვის, სამი მათგანი სახლში აგრძელებს მკურნალობას.

შს სამინისტროს ცნობით, საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზის დადგენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები