დონალდ ტუსკი: “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-რუსეთს შორის თანამშრომლობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს

„ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-რუსეთს შორის თანამშრომლობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს – ამის შესახებ “დიდი ოცეულის” სამიტზე ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

“ამ სფეროში აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობას კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია. თუმცა მხოლოდ თანამშრომლობა საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რუსეთის ქმედებები სირიაში უნდა იყოს უმეტესწილად “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმართული”, – აღნიშნა ტუსკმა.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში “დიდი ოცეულის” სამიტი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. სამიტი ორ დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები