პარიზის ტერაქტებში ბრალდებული პირების ვინაობა დასახელდა

უცხოურ მედიაში პარიზის ტერაქტებში 2 ბრალდებული პირის ვინაობა დასახელდა. აქედან ერთის ვინაობა ჟურნალისტებმა, ერთი კი ქალაქ შარტრის მერმა პიერ ჟორჟმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

ერთ-ერთი ტერორისტი საფრანგეთის მოქალაქე ომარ მუსტაფა აღმოჩნდა. მეორე ბოევიკი სირიის მოქალაქე ახმედ ალ მოჰამედია.

„მისი სახელი იყო ომარ მუსტაფა“, – აღნიშნა ჟორჟმა და დასძინა, რომ აღნიშნული პირი შარტში 2012 წლამდე ცხოვრობდა.

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, 2004-2010 წლებში ის სხვადსხვა დანაშაულში იყო შემჩნეული, თუმცა ამის მიუხედავად, ციხეში არცერთხელ მჯდარა. 2013-2014 წლებში მუსტაფა სირიაში იმყოფებოდა. ირკვევა ისიც, რომ ტერორისტი საფრანგეთის სპეცსამსახურებს კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი.

კიდევ ერთი ბრალდებულის ვინაობის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სტადიონთან ახლოს სირიული პასპორტი იპოვეს. პასპორტის მფლობელი სირიის მოქალაქე საფრანგეთში ოქტომბრის თვეში საბერძნეთიდან ჩავიდა. გარდაცვლილი ბოევიკი 1990 წელსაა დაბადებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისიც საფრანეთის სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები