საფრანგეთის პოლიციამ მოკლული ბოევიკის გარემოცვიდან 6 პირი დააკავა

საფრანგეთის იმ მოქალაქის გარემოცვიდან, რომელიც ტერაქტების ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას, პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
ნაპოვნია ერთ-ერთი ის ავტომობილი, რომელსაც ტერორისტები თავდასხმისას იყენებდნენ. საფრანეთის მოქალაქე ომარ მუსტაფას ვინაობა თითის ანაბეჭდით დადგინა. თავად მუსტაფა კი ტერაქტების სერიის დროს დაიღუპა. დაკავებულთა შორის არიან მისი მამა და ძმაც.
რაც შეეხება ნაპოვნ ავტომობილს, ის პარიზის 2 აფეთქების დროს იყო გამოყენებული. მანქანა პარიზთან ახლოს მიტოვებული იპოვეს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ტერაქტის მონაწილეებმა სწორედ ამ მანქანის მეშვეობით მიმალვა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები