არაოფიციალური ინფორმაციით, პარიზის ტერაქტში მონაწილე თავდამსხმელებიდან ორი მოზარდი იყო
არაოფიციალური ინფორმაციით, პარიზის ტერაქტში მონაწილე თავდამსხმელებიდან ორი მოზარდი იყო ფრანგული გამოცემის “Le Figaro”-ს ცნობით, თავდამსხმელებიდან ორი მოზარდი იყო. ტერორისტების ასაკი დაახლოებით 15–18 წელი იყო. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა ცნობა ოფიციალურად ჯერ არავის დაუდასტურებია.
ასევე ცნობილია, რომ პარიზის პოლიცია უცხო ქვეყნის ნომრების მქონე Seat-ის მარკის შავ ავტომობილს ეძებს. როგორც “ბი-ბი-სი” იტყობინება, ავტომობილს პარიზში განხორციელებულ ტერაქტებთან აქვს კავშირი. ფრანგული მედია წერს, რომ სამართალდამცველებმა ამ დროისთვის ტერაქტის ერთ-ერთი შემსრულებლის ვინაობა დაადგინეს, ის საფრანგეთის მოქალაქე იყო.