პარიზის პროკურორი: საფრანგეთში ტერაქტი სამმა დაჯგუფებამ განახორციელა
საფრანგეთში ტერაქტი, რომელსაც 129 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 350 დაშავდა, სამმა დაჯგუფებამ განახორციელა, – ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა განაცხადა. მისი თქმით, შვიდი თავმდამსხმელი მვკდარია,ისინი შეიარაღებულები იყვნენ და თვითმკვლელის ქამარს ატარებდნენ. პროკურორის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ საიდან ჩავიდნენ ტერორისტები საფრანგეთში და ვინ აფინანსებდათ მათ.
საფრანგეთში 13 ნოემბერს ექვს სხვადასხვა ადგილზე ტერაქტი მოხდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს.
პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.