ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 129-მდე გაიზარდა

საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 129-მდე, დაშავებულთა კი – 352-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” პარიზის პროკურორ ფრანსუა მოლენზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, 99 დაშავებულის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
პარიზში ტერორისტული თავდასხმები წუხელ ეროვნულ სტადიონზე, საკონცერტო დარბაზსა და რესტორნებზე მოხდა, რომლის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემებით, 127 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 600-მდე დაშავდა.
ტერორისტული თავდასხმების გამო, საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები