“ეარ ფრანსის” სამგზავრო თვითმფრინავი ამსტერდამის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა

ავიაკომპანია “ეარ ფრანსის” სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც საფრანგეთის მიმართულებით ასრულებდა, ამსტერდამის სხიფჰოლის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა და მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ტვიტერზე,  სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია გახდა იმის შესახებ, რომ ლაინერზე ტერაქტი იგეგმებოდა.
როგორც “ბი-ბი-სი” წერს, სამართალდამცველები თვითმფრინავს საათზე მეტია ამოწმებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები