თბილისში კორპუსი ჩამოინგრა (ფოტოკოლაჟი)

თბილისში ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციათა სამსახური და საპატრულო ეკიპაჟები.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, მოსახლეობა არ ცხოვრობს.
მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
“კვირა” მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არკვევს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
shemtxveva

shemtxveva2
shemtxveva3
shemtxveva5
shemtxveva6

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები