საფრანგეთში სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
საფრანგეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური France Bleu Alsace ტვიტერის გვერდზე აქვეყნებს.
ჩქაროსნული მატარებლის TGV-ს ავარია სტრასბურგის მახლობლად, ქალაქ ეკვეშემთან მოხდა. ამასთანავე პორტალ Prechi-Precha-ს ინფორმაციით, კატასტროფის ადგილზე აფეთქების ხმა გაისმა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიცია. მიმდინარეობს მომხდარის დეტალების დაზუსტება.