პარიზში განხორციელებული ტერაქტების საკითხზე ობამა უშიშროების საბჭოს სხდომას ჩაატარებს
პარიზში განხორციელებული ტერაქტების საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც ამერიკული მედია იტყობინება, პრეზიდენტი საკუთარ გუნდს თურქეთში გამგზავრებამდე შეხვდება, ობამა 15-16 ნოემბერს დიდი ოცეულის სამიტს უნდა დაესწროს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების დროს აშშ-ის სამი მოქალაქე დაიჭრა. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარკ ტონერის განცხადებით, საფრანგეთში აშშ-ის საელჩო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.