პირველი კადრები საფრანგეთში სარკინიგზო კატასტროფის ადგილიდან – ფოტოკოლაჟი
საფრანგეთში სასწავლო მატარებელი TGV რელსებიდან გადავიდა. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა სტრასბურგის მახლობლად ქალაქ ეკვეშემთან მოხდა. ამასთანავე პორტალ Prechi-Precha-ს ინფორმაციით, კატასტროფის ადგილზე სავარაუდოდ აფეთქების ხმა გაისმა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიცია. მიმდინარეობს მომხდარის დეტალების დაზუსტება.