სასწრაფოდ: საფრანგეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)
საფრანგეთში სასწავლო მატარებელი TGV რელსებიდან გადავიდა. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა სტრასბურგის მახლობლად ქალაქ ეკვეშემთან მოხდა. ამასთანავე პორტალ Prechi-Precha-ს ინფორმაციით, კატასტროფის ადგილზე სავარაუდოდ აფეთქების ხმა გაისმა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიცია. მიმდინარეობს მომხდარის დეტალების დაზუსტება.
https://www.youtube.com/watch?v=raFtfEfPp2o