დახატავს თუ არა “შარლი ებდო” პარიზის ტერაქტების კარიკატურას

დახატავს თუ არა “შარლი ებდო” პარიზის ტერაქტების კარიკატურას  – ამ კითხვებს  სოციალური ქსელების სხვადასხვა ქვეყნების  მომხმარებლები დღეს  ხშირად სვავენ.  ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიური რუსი ინტერნეტმომხმარებლები არიან.
9TRh5lWC“ველოდებით “შარლი ებდოს” კარიკატურას, საინტერესოა მათი ხედვა ამჯერად”, – წერენ ისინი ტვიტერსა და ფეისბუქის გვერდებზე.
შეგახსენებთ, რომ  ცოტა ხნის წინ, სკანდალურმა ფრანგულმა ჟურნალმა  “შარლი ებდომ”  ეგვიპტეში,  სინას მთაზე  რუსული სამგზავრო ლაინერის – A321-ის  ავიაკატასტროფას ორი კარიკატურა მიუძღვნა.
პირველ კარიკატურზე გამოსახული იყო  თვითმფრინავის ნამსხვრევები და ადამიანთა სხეულები, რომლებიც  ტერორისტებს თავზე ეყრებოდათ, გვერდით კი წარწერაა  – ”რუსულმა ავიაციამ გააძლიარა ავიადარტყმები.”
ხოლო მეორე ნახატზე გამოსახული იყო  თვითმფრინავის ნამსხვრევებსა   და გვამებს შორის მდებარე თავისქალა, რომელიც რუსული ავაიხაზების იაფფასიანი კლასით ფრენაზე მსჯელობდა.
კარიკატურების სერია კიდევ ერთი “ხუმრობით”  სრულდებოდა – “ტერორისტებმა იმიტომ ჩამოაგდეს თვითმფრინავი, რათა ეს უფასო საკვების 224 ულუფის მოპოვების ერთადერთი ხერხი იყო”, – აღნიშნული იყო “შარლი ებდოს”  გამოცემაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები