“ისლამური სახელმწიფო“ პარიზის შემდეგ, “აფეთქებით” ლონდონს, ვაშინგტონსა და რომს ემუქრება

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ის ქალაქები დაასახელეს, სადაც პარიზის შემდეგ ისინი ტერაქტების მოწყობას გეგმავენ.
მათ „ტვიტერში“ დაწერეს, რომ შემდეგი იქნება ლონდონი, ხოლო შემდეგ ვაშინგტონი და რომი. ამის შესახებ Daily Express იუწყება.
ეს ინფორმაცია ტერორისტებმა პარიზში მოწყობილი ტერაქტების შემდეგ გაავრცელეს, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით,128 ადამიანი დაიღუპა. ბოლოს ლონდონში ტერორისტული აქტი 2005 წელს მოხდა. მაშინ მეტროპოლიტენში და ავტობუსში მომხდარი აფეთქებების შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები