რა მესიჯი მიიღო საფრანგეთის მოსახლეობამ ტერაქტების სერიის შემდეგ

“სოლიდარობა პარიზს“, – ამ სათაურით საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობამ 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ, სატელეფონო მოკლე შეტყობინება მიიღო.
სატელეფონო შეტყობინება 13 ნოემბრის ღამის მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა სოლიდარობისა და თანადგომისთვის გავრცელდა.
„120 ადამიანი დაიღუპა გუშინ პარიზში ტერორისტების სიამოვნების გამო. გავავრცელოთ ეს მესიჯი, რომ მივიდეს პარიზამდე და მიიღონ ეს შეტყობინება დაღუპულთა ოჯახის წევრებმა. ყველამ იცოდეს, რომ სოლიდარობა უფრო ძლერია, ვიდრე ადამიანებზე თავდასხმა“, – ნათქვამია სატელეფონო შეტყობინების ტექსტში.
“შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში, ტერაქტების სერია განხორციელდა. კლუბ „ბატაკლანის“ შენობაში როკ-ანსამბლის კონცერტი მიმდინარეობდა, სადაც ტერორისტები შევარდნენ და რამდენიმე ასეული მაყურებელი მძევლად აიყვანეს. ტერაქტის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, 128 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 600-მდე დაშავდა, აქედან 60 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები