სტადიონ „სტად დე ფრანსთან“ ერთ-ერთი ტერორისტის პასპორტი იპოვეს

პარიზის სტადიონ „სტად დე ფრანსთან“ პასპორტი იპოვეს, რომელიც სირიის არაბული რესპუბლიკის მოქალაქეს ეკუთვნის. პოლიციის ვერსიით, პასპორტი ერთ-ერთ თვითმკვლელ ტერორისტს ეკუთვნის. გამოძიების ინფორმაციით, ამ ადამიანის ვინაობა ამ დროისთვის არ სახელდება.
გამოძიებას საფრანგეთის სპეცსამსახურები აწარმოებენ. შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს გვიან ღამით პარიზში მომხდარი ტერაქტების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 128 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ფრანგული მედია 153 დაღუპულის შესახებ იუწყება. დაშავებულია ასობით ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები