დევიდ კემერონი: პარიზში დაღუპულთა შორის, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც იყვნენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის განცხადებით, პარიზში მომხდარ ტერაქტებში დაღუპულთა შორის, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც იყვნენ. კემერონის განცხადებით, ფრანგი ხალხის ფასეულობები და ტკივილი ბრიტანელების ტკივილიც არის. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დაშავებულთა დასახმარებლად. თქვენი ბრძოლა – ჩვენი ბრძოლაა და თქვენი ტკივილი – ჩვენი ტკივილია“, – განაცხადა კემერონმა.