ფრანგი მედიკოსები დაჭრილთა გადასარჩენად სისხლის ჩაბარებას ითხოვენ
პარიზის საავადმყოფოები წუხანდელი ტერორისტული აქტის დროს დაჭრილი ადამიანებითაა სავსე. ფრანგი მედიკოსები საფრანგეთის მოსახლეობას წუხანდელი ტერაქტის შედეგად დაშავებული ადამიანების დასახმარებლად სისხლის ჩაბარებას სთხოვენ.
როგორც “კვირას” საფრანგეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა განუცხადეს, დაშავებულებიდან 90-ზე მეტი პირი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამ ეტაპზე არ ხმაურდება ინფორმაცია დაშავებულებს შორის არიან თუ არა მცირეწლოვნები.
ამასთან, ჯერ-ჯერობით უცნობია ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებაც. შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით საფრანგეთში ტერაქტების სერია განხორციელდა, რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაციით, 128 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 600-მდე დაშავდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მომხდარში ისლამური სახელმწიფო დაადანაშაულა. საფრანგეთში მომხდარის გამო 3 – დღიანი გლოვა გამოცხადდა.