“ფრანგ ხალხს ყოველთვის ექნება სიკვდილის განცდა – “ისლამური სახელმწიფოს” გზავნილი
უცხოურ მედიაში ვრცელდება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მუქარის შემცველი გზავნილი, სადაც აღნიშნულია: “ფრანგ ხალხს ყოველთვის ექნება სიკვდილის განცდა” .
“ისლამურმა სახელმწიფომ” ვიდეორგოლიც გაავრცელა, სადაც საფრანგეთს თავდასხმებით დაემუქრა, თუკი ის დაჯგუფების მებრძოლების წინააღმდეგ მიმართულ დაბომბვებს არ შეწყვეტს. ვიდეორგოლი, “ისლამური სახელმწიფოს” მედია ცენტრმა, “ალ-ჰაიათმა” საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა. მასში ისლამისტი მებრძოლი საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს მოუწოდებს, თავდასხმები განახორციელონ.
“სანამ დაბომბვებს გააგრძელებთ, მშვიდად ვერ იცხოვრებთ. ბაზარში გასვლაც კი შეგეშინდებათ”, – ნათქვამი იყ ვიდეორგოლში.
შეგახსეენბთ, რომ “ისლამურმა სახელმწიფომ” პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. უწყების ცნობით, დაჯგუფებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმების მიზანი საფრანგეთისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ის კვლავ რჩება “მთავარ სამიზნედ”.