რენო სალინსი საქართველოს მთავრობას ფრანგული დაწესებულებების უსაფრთხოების გაძლიერებას სთხოვს

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა რენო სალინსმა საქართველოს ხელისუფლებას საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტის გამო საქართველოში არსებული ფრანგული დაწესებულების უსაფრთხოების გაძლიერება სთხოვა.
როგორც ელჩმა განაცხადა, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჰქონდა, რაზეც მისივე თქმით, თანხმობა მიიღო.
ამასთან, რენო სალინსმა ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არ არის თავდახხმა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ ეს არის დემოკრატიასა და თავისუფლებაზე თავდასხმა.
წუხელ, გვიან ღამით საფრანგეთში ტერაქტების სერია განხორციელდა, რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაციით, 128 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 600-მდე დაშავდა, აქედან 60 კრიტიკულ მდგომარეობაშია. საფრანგეთში მომხდარის გამო საქართველოს მოქალაქეები საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან იკრიბებიან და მათ, თანადგომის ნიშნად, ადგილზე ყვავილები მიაქვთ და საფრანგეთის მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები