ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად კიდევ რამდენიმე ოჯახი დაზარალდა (ფოტოკოლაჟი)

წუხელ, სოფელ ბახვში მოვარდნილმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური ზარალს ითვლის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის დასადგენად სპეციალური კომისიები მუშაობენ.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვაჟა ფანჩულიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსმა ვასილ კაპანაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან დაზიანებული ადგილები მოინახულეს.
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოფელ ჯუმათში მითაიშვილების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია გურიის გუბერნატორთან – გია სალუქვაძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან – მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაათვალიერეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის დასადგენად სპეციალური კომისიები მუშაობენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯებს საქართველოს მთავრობა სრულად აანაზღაურებს.
12232869_1224352244247430_6994644806186141649_o 12239249_1224352187580769_2447946464754028501_o  12244577_1224352210914100_3718987573923470807_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები