“პოზიცია” საფრანგეთში წუხელ მომხდარი ტრაგედიის გამო შეძრწუნებულია”
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” წუხელ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტებით შეძრწუნებულია, ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” წუხელ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტებით შეძრწუნებულია. მწუხარებას გამოვთქვამთ საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთ სრულიად საფრანგეთს.
მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში უნდა გაერთიანდეს და ერთიანი ძალით ჩვენ შევძლებთ იმ გლობალური სენის დამარცხებას რასაც ტერორიზმი ქვია”, – ნათქვამია განცხადებაში.