ნაძალადევის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

თემქაზე, ისაკაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, დღეს 150 ხე-მცენარე დაირგო. მათ შორის 100 წიწვოვანი და 50 ფოთლოვანია.
გამწვანების აქციაში, ადგილობრივებთან ერთად, თბილისის მერი დავით ნარმანია და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია მონაწილეობდნენ. ხეების დარგვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები გამგეობის თანამშრომლები, ასევე ბაღებისა და სკოლების მოსწავლეები, მათ შორის იყვნენ „ნიუ სქულ ჯორჯიას“ აღსაზრდელებიც.
საშემოდგომო რგვების პროექტის ფარგლებში ხის ნერგები ნაძალადევის რაიონის ოთხივე უბანში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე შერჩეულ სკვერებში, ეზოებსა და სავალი ნაწილის ზოლებზე გადანაწილდა.
ხეების რგვის პროცესი ნაძალადევის რაიონში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები