ყოფილი პარლამენტარი თბილისში განათლების საერთაშორისო ცენტრს ხსნის

ყოფილი პარლამენტარი ნაზი არონია თბილისში საერთაშორისო ბინზესსკოლასს – MINIBOSS ხსნის. როგორც სკოლის დამფუძნებელი, ყოფილი პარლამენტარი ნაზი არონია აცხადებს, ბრენდი დარეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში და ფუნქციონირებს ევროპის, პოსტსაბჭოთა და აზიის ბევრ ქვეყანაში, საქართველოში კი პირველად იხსნება.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს სკოლა იფუნქციონირებს თბილისს და ზუგდიდში, 2016 წლიდან კი – ქუთაისსა და ბათუმშიც გაიხსნება. როგორც არონია აცხადებს, სკოლას ინოვაციური პროგრამა და მეთოდოლოგია აქვს და იგი ასწავლის ბავშვს იმას, რაც უყვარს და რისი ნიჭიც აქვს.
მოსწავლეები მუდმივად გამართავენ პრეზენტაციებს. პრეზენტაციები გაიმართება ევროპაში გასვლით ტურებში, ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი. სკოლის დამფუძნებლის თქმით, სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ სერთიფიკატს, წარჩინებული მოსწავლეები კი – ოქროს სერთიფიკატს, რომლის მფლობელი თავისუფლდება სწავლის გადასახადისგან იმ უნივერსიტეტებში, რომელთანაც სკოლა მემორანდუმს გააფორმებს.
სწავლების პირველი საფეხური სამ წელიწადს მოიცავს, მეორე საფეხურიდან სწავლა კი 15 წლის ასაკის ზემოთ მოსწავლეებს შეეძლებათ. ნაზი არონიას თქმით, სკოლა ზრდის მოსწავლეში უნარს იყოს თავდაჯერებული, გახსნილი და ლაღი.
საერთაშორისო ბინზესკოლა MINIBOSS ხვალ, 12:00 საათზე, თბილისში, ოთარ ჩხეიძის #5–ში გაიხსნება. ანონსი 14 ნოემბერს, 12:00 საათზე ყოფილი პარლამენტარის ნაზი არონიას მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ბინზესკოლა MINIBOSS გაიხსნება.

წყარო: “ფრონტნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები