ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონებში მცხოვრებ 62 ათას აბონენტს აღუდგა

ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონებში მცხოვრებ 62 ათას აბონენტს   აღუდგა, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მან მოსახლეობას ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.
“12 ნოემბერს , საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებული მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, ელექტრონერგია არ მიეწოდებოდა რეგიონებში მცხოვრებ „ენერგო პრო-ჯორჯიას“ 80 ათას აბონენტს. აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ გვიან ღამითვე აღუდგა. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია სამეგრელოსა და რაჭაში.
თუმცა ამ დრომდე ელექტოენერგიის მიწოდების აღდგენა უამინდობის მიზეზით ვერ ხერხდება 18 ათასი აბონენტისთვის. კერძოდ ელექტროენერგია არ მიეწოდება: იმერეთში – 5 ათას აბონენტს, შიდა ქართლში – 6 ათას აბონენტს, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში – 3 ათას აბონენტს, აჭარასა და გურიაში – 4 ათას აბონენტს.
კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და თუ ამინდმა მოგვცა საშუალება დღეს გვიან ღამით სრულად იქნება აღმოფხვრილი დაზიანებები და ყველა აბონენტს აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება. სრული კოორდინაციაა ენერგეტიკის სამინისტროსა და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ შორის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. პერიოდულად მოსახლოებას მიეწოდება განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები