ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და მთავრობას მიმართავს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შეჩერებულია ნორმა, რის საფუძველზეც “რუსთავი 2-ში“ დროებითი მმართველები დაინიშნენ, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.

გვარამიას შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა შანსი ქართულ დემოკრატიას, მის ევროატლანტიკურ მომავალს და თავისუფალ მედიას.

“დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა შანსი ქართულ დემოკრატიას, მის ევროატლანტიკურ მომავალს, თავისუფალ მედიას და ასევე მისცა შანსი საქართველოს მთავრობას, სახე შეინარჩუნოს და ღირსეულად გავიდეს ამ პროცესებიდან. ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ ამ გამარჯვებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ, რომლის ყველაზე დემოკრატიულმა და ეფექტურმა ინსტიტუტმა – საკონსტიტუციო სასამართლომ მოახერხა ის, რომ ჩიხური სიტუცაიიდან გამოსავალი შესთავაზა ყველა მხარეს. მოახერხა ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია და წელსვე მივიღოთ ის სიკეთეები, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა გვთავაზობს.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, ამ ვითარებაში უკან დახევა არ იქნება დამარცხება, პირიქით ეს იქნება გამარჯვება, გამარჯვება საკუთარ თავზე და ქვეყნის ინეტერებისთვის. გაეცალეთ ამ პროცესებს, გაარიდეთ ამ პროცესს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენს ინტერესებს უკანონოდ გამოხატავს და მიეცით შანსი მართლმსაჯულებას და მხარეებს დამოუკიდებლად გაარკვიონ ურთიერთობა ერთმანეთთან. ნუ შეზღუდავთ სიტყვის თავისუფლებას და ნუ დაღუპავთ თქვენი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა ნიკა გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები