რევაზ საყევარიშვილი: ვემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის უფლებამოსილებაშეჩერებული მმართველის – რევაზ საყევარიშვილის განცხადებით, ის სასამართლო გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
საყევარიშვილი ასევე განმარტავს, რატომ შეიტანა განცხადება საჯარო რეესტრში.
„მე, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, ამჯერადაც, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ვემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არსებითად ჩვენი მხრიდანაც იყო მოთხოვნილი, რომ ყველა ინსტანციის გავლამდე ჩვენი უფლებამოსილება შეჩერებულიყო. მეორე მხრივ, შემიძლია გითხრათ, რომ მოკლედ ავხსნა, რით იყო განპირობებული ის, რომ სასწრაფო წესით მოვახდინე ამის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, აქაც მოტივაცია იყო ძალიან მარტივი – ეს იყო ყველაზე ეფექტური და სწარაფი გზა საიმისოდ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ფუნქციონირება შეუქცევადი გამხდარიყო. მას არ შექმნოდა ფინანსური, იურიდიული და სხვა სახის პრობლემები“,- განაცხადა საყევარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები