ძლიერი ქარის გამო ავტომანქანას ხე დაეცა – დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია

საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოში ძლიერი ქარის გამო, ავტომანქანას ხე დაეცა, აღნიშნულის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს იორმუღალოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, სამივე დაშავებული სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გზის ამ მონაკვეთზე, ძლიერი ქარის გამო, არსებობს ხეების წაქცევის საშიშროება. სამართალდამცველებმა, უსაფრთხოების მიზნით, სოფელ იორმუღანლოს შესასვლელი გზის მონაკვეთი (აგრარული ბაზრიდან პოლიციის შენობამდე) გადაკეტეს. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები