ექსპერტმა შს მინისტრს გადაწყვეტილება მოუწონა

ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ რამდენიმე დღის წინ პოლიციის განყოფილებაში ადვოკატის ცემის ფაქტზე ისაუბრა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება, თანამდებობიდან ჩამოეშორებინა ამავე განყოფილების უფროსი დადებითად შეაფასა. როგორც ლაგაძიზემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, დღევანდელ მინისტრთა კაბინეტში არის რამდენიმე მინისტრი, რომელიც ნებისმიერი მთავრობისთვის არათუ მისაღები, არამედ ეფექტრი იქნებოდა, მათ შორის ერთ – ერთი კი, მისი შეფასებით, სწორედ გიორგი მღებრიშვილია.
„რაც შეეხება ადვოკატის ცემის ფაქტს, ამ შემთხვევაში არ შემიძლია დადებითად არ შევაფასო შსს მინისტრის მოქმედება. დღევანდელ ხელისუფლებაში შეიძლება გამოვარჩიოთ რამდენიმე მინისტრი, რომელიც ყველა ხელისუფლებისთვის იქნებოდა არამცთუ მისაღები, არამედ ძალიან ეფექტური. ერთ-ერთი ასეთი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრია. გაცილებით უფრო მეტი სასჯელი ეკუთვნის პოლიციის უფროსს, რომელიც გადაყენებულია თანამდებობიდან, მაგრამ თავისთავად ფორმა, რომ შსს მინისტრი ამით დაინტერესდა, შეხვდა დაზარალებულს, მის წარმომადგენლებს, ეს ადამიანი ჩამოშორებულია თანამდებობას და მიმდინარეობს გამოძიება, თავისთავად მისასალმებელია.
წარმოიდგინეთ ანალოგიური რამ „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს. ადვოკატი ალბათ დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა, პოლიციის უფროსი კი სულ მინიმუმ დაწინაურებული იქნებოდა“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა. ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოძიებაა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები