სოფელ დიმში მაშველებმა 29 წლის ახალგაზრდა გადაარჩინეს

ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში მაშველებმა ერთი ადამიანი გადაარჩინეს. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მდინარე ხანისწყლიდან 29 წლის ილო ხიზანეიშვილის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა. მაშველებმა ის ნავების დახმარებით გამოიყვანეს. აღნიშნული შემთხვევა დღეს მოხდა. 29 წლის მამაკაცი მეთევზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები