როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოესი სამი დღის განმავლობაში ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ნალექი დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში დღესაც შენარჩუნდება. მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი.
“დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში დღეს ნალექი შენარჩუნდება. ჩრდილო მთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მათ შორის დედაქალაქშიც. ჰაერის ტემპერატურა ბარში 8-13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, მთიან რაიონებში 2-7 გრადუსი.
ამ საღამოს მთელ საქართველოში ნალექი შეწყდება, ხვალ დღისით კვლავ განახლდება ნალექი, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.ხვალ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც ნალექს ვარაუდობენ. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის ქარი, თუმცა არა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის მოსალოდნელი. 14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ნალექი შეწყდება, ტემპერატურის მატება 15 ნოემბრიდან არის მოსალოდნელი“,- განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები