თბილისის მერიის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერ კამპანიას შეუერთდნენ

თბილისის მერიის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერ კამპანიას შეუერთდნენ. „ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს“ – ამ სახელწოდების პროექტის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება, საზოგადოების მხრიდან თანადგომისა და მზრუნველობის გაძლიერება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპანია „კინგსის“ მიერ ორგანიზებულ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერ აქციაში, სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად, კერძო კომპანიებიც არიან ჩართულნი.
„კინგსი“ მსგავსი სახეობის აქციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გარდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის, დაგეგმილია აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვთა დასახმარებლად, იაშვილის კლინიკაში სპეციალური, სახალისო, ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება და „კინგსის“ საგანმანათლებლო კუთხის მოწყობა.
ცნობისთვის, პროექტის ორგანიზება „კინგსმა“ გასულ წელს დაიწყო და კამპანიამ, უკვე, პერმანენტული ხასიათი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები