ხელფასის ერთი დღით დაგვიანების გამო იაშვილის მედპერსონალი გაიფიცა
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის სამედიცინო პერსონალი ხელფასის მიუღებლობის გამო, პროტესტის ნიშნად, დღეს დილიდან გაიფიცა.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპულიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა, მედპერსონალის პროტესტის მიზეზი ოქტომბრის თვის მიუღებელი ხელფასებია. ამჟამად კლინიკის შენობის წინ პროტესტს 50 – ზე მეტი თანამშომელი გამოხატავს.
ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მედპერსონალის კუთვნილი ხელფასი ყოველთვიურად 10 რიცხვში რიგდება. ვინაიდან ხელფასის დარიგებამ ერთი დღით დაიგვიანა, თანამშრომლები გაიფიცნენ. მისივე თქმით, საავადმყოფოს ადმინისტრაცია თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ კუთვნილ ხელფასს დღეს, დღის ბოლომდე მიიღებენ.