დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების გამო ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება გლდანის, ნაძალადევის, საბურთალოს და დიდგორის რაიონებს.
გლდანის რაიონი: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი: 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი: 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის, გაზაფხულის და დელისის III ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი: 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები