ქედის მუნიციპალიტეტში სოფლები გარესამყაროს მოწყდა

სტიქიის გამო ქედის მუნიციპალიტეტის სოფლები სოფელი აგარა და უჩხითი გარესამყაროს მოწყდა. ქედის გამგებლის დავით დუმბაძის ინფორმაციით, მეწყერი სამ ადგილას ჩამოწვა. ამ დროისთვის რამდენმე სოფელში ჩახერგილია საავტომობილო გზა, დაბის გარდა შუქი არ მიეწოდება არცერთ სოფელს, უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი ერთი ოჯახი.
საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. გამგებლის განცხადებით, მობილიზებულია ყველა სამსახური და ტექნიკით მიმდინარეობს საავტომობილო გზის გაწმენდა, რის შემდეგაც დაიწყება სოფლებში მისასვლელი გზების გასუფთავება.

გამგეობაში მოქმედებს ცხელი ხაზი 0 800 100 103.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები