23 წლის თეონა ჯაჭვლიანს გადარჩენისთვის დახმარება სჭირდება

23 წლის თეონა ჯაჭვლიანს გადარჩენისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სწორ ნაწლავზე მესამე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა. თეონა ჯაჭვლიანი უკვე თვეზე მეტია რეანიმაციაში, აპარატზეა შეერთებული.
ქიომიოთერაპიის შედეგად თეონას ფილტვები დაუზიანდა, იგი 10 000 ლარის ღირებულების მკურნალობას საჭიროებს კლინიკა „მედიქლაბში“.
ფილტვებზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, თეონას სიცოცხლის გადასარჩენად კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდება, რაც 20 000 დოლარი ღირს. გოგონას ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე შეუძლიათ:  GE55BG0000000585204700
მიმღების სახელი ლონდა გოგუა.

294441_214301185304578_1739061713_n

 12243192_10206365029462284_1721263547042847633_n

12226947_10206365029342281_1103206455978072460_n

11219342_10206365029382282_5207420618274648750_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები