კასპის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

 

კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში გუშინ, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „დაიჰაცუს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა, რა დროსაც მანქანა ამოტრიალდა. 38 წლის მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები