უჩა ნანუაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ დაესწრო და ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მოხსენება წარადგინა.

საქართველოს სახალხო დამცველმა გამოსვლისას შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა მტკიცე ნება და ჩართულობა გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

უჩა ნანუაშვილის მოხსენება „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის საქართველოში განხორციელების მნიშვნელობასა და ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს შეეხო. უჩა ნანუაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კონვენციის ხელმოწერისა მიესალმა და რატიფიცირების წინა პროცესებში შეტანილ წვლილს და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტის რატიფიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება.

სახალხო დამცველი განცხადებით,საქართველოში დღემდე არ არსებობს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით შემუშავებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა.

„მაღალი რიცხობრივი მაჩვენებელი და ჩვენ მიერ შესწავლილი საქმეების მიმდინარეობა მიგვანიშნებს, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით შემუშავებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინირება საკმაოდ სუსტია. უმნიშვნელოვანესია, ყველა შესაბამისმა უწყებამ გაატაროს აუცილებელი ზომები, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის, გოგონათა დაცვისა და დახმარებისათვის“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირსა და გაეროსთან თანამშრომლობით შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები