სუბარი: თავდაცვის მინისტრს აქვს უფლება, დაითვალოს ხმები მას შემდეგ, რაც არჩევნები დამთავრდა

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაყალბების ვერცერთი მტკიცებულება ვერ დაიდო.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სუბარმა განმარტა, არცერთი რეალური მტკიცებულება არ მოუსმენია, არც ირმა ინაშვილისგან, არც საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლებისგან.
„არჩევნებთან დაკავშირებით, ვერცერთი მტკიცებულება გაყალბების ვერ დაიდო. ზოგადად, შიმშილობა და აქციები არის ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება. თუმცა, პარლამენტში შესვლა და ნებისმიერ არჩევით თანამდებობაზე მოხვედრა ხდება არჩევნებით, ხმების დაცვით. რაც შეეხება, გაყალბდა თუ არა არჩევნები, არცერთი რეალური მტკიცებულება არ მომისმენია, არც ინაშვილისგან, არც საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლებისგან და არც კომისიის წევრებისგან. თავდაცვის მინისტრს აქვს უფლება, დაითვალოს ხმები მას შემდეგ, რაც არჩევნები დამთავრდა“, – განაცხადა სუბარმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საგარეჯოში ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და სამართლიან არჩევნების მოთხოვნით თანაგუნდელებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები