ბორჯომი-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ხე-ტყის უკანონო ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომი-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 4კმ-ზე, გორის რაიონის სოფელ რიეთის მიმართულებით და ხაშურის რაიონის სოფელ ჩუმათელეთის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევებს გადაჰქონდათ საერთო ჯამში 6.1 კბმ სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე.
სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს არ აღმოაჩნდათ შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული ავტომანქანები დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები