თინა ხიდაშელი: პირველი დღიდან, რაც მე მინისტრი გავხდი, რუსებს საქართველოში პრობლემა აქვთ ჩემს თავდაცვის მინისტრობასთან
მე ვიცი, რომ პირველი დღიდან, რაც მე თავდაცვის მინისტრი გავხდი, რუსებს საქართველოში პრობლემა აქვთ ჩემს თავდაცვის მინისტრობასთან, ამიტომ ვერაფერს განსაკუთრებულს და ახალს ვერ ვხედავ ამაში, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მისი გადადგომის თაობაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის მოთხოვნის თაობაზე დასმულ შეკითხვას.
“არა გაყალბებულ არჩევნებს”, – ამ სლოგანით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებმა მსვლელობა რვა ნოემბერს გამართეს. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ საგარეჯოში შუალედური არჩევნების შედეგები გააყალბეს.